logo
ENG



ინფორმაციის დიდ ნაკადში არ უნდა დავიბნეთ - ზაზა ავალიანი 

26 მარ 202021:18
3 წუთის საკითხავი
 

ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი აცხადებს, რომ სამედიცინო თემატიკაზე უამრავი პუბლიკაცია და ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ყველა სარწმუნო არ არის. 

როგორც ავალიანმა გადაცემაში "კოვიდ-19" განაცხადა, მოქალაქეებმა ინფორმაცია უნდა გაფილტრონ, რადგან ყოველწლიურად მილიონი პუბლიკაციიდან ნახევარ მილიონზე მეტი სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით არ არის გაკეთებული. 

"უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ამ ინფორმაციის დიდ ნაკადში არ უნდა დავიბნეთ, ვინაიდან ინფორმაცია პირველ რიგში უნდა იყოს სარწმუნო. სარწმუნო არა მხოლოდ თავისი სტატისტიკური დათვლებით, არამედ თავისი მეთოდოლოგიით. მსოფლიოში წლის განმავლობაში სამედიცინო თემაზე, მილიონზე მეტი პუბლიკაცია ქვეყნდება. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი არის ტყუილი. ეს შეიძლება შეგნებულად არ კეთდება, არაკეთილსინდისიერი მკვლევარების გარდა, არიან კიდევ ენთუზიასტი მკვლევარები, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ სინამდვილედ ის რაც მოცემულობაა. ბოლო ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ვირუსის საწინააღმდეგო ფორმულაზე, ვაქცინებზე და ასე შემდეგ, ისინიც კი არ ეყრდნობა სარწმუნო ინფორმაციას, ვინაიდან ამისთვის სარწმუნო მასალები არ მოიპოვება", - აღნიშნა ავალიანმა. 


close დახურვა